სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გერმანიაში ოპერაცია დღეს, თბილისის დროით, 11:00 საათზე ჩაუტარდება.
უწმინდესს ოპერაციას ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარებენ.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავა და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი გაჰყვნენ.
პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.