გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტად აირჩიეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე” ავრცელებს.
61 წლის შტაინმაიერმა ამ თანამდებობაზე 77 წლის იოაჰიმ გაუკი შეცვალა. ყოფილი მინისტრი გერმანიის რიგით მე-12 პრეზიდენტი იქნება. აღნიშნულ პოსტზე კენჭს ხუთი კანდიდატი იყრიდა.
გერმანიის პრეზიდენტს ფედერალური საკრებულო 1260 ადამიანის მონაწილეობით ირჩევს. მათგან ნახევარი ბუნდესტაგის დეპუტატები არიან, მეორე ნაწილი კი – ფედერალური მიწების ხელმძღვანელები. შტაინმაიერმა 931 დააგროვა. ასარჩევად 631 ხმა იყო საჭირო.
გერმანიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 მარტს გაიმართება.