ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა.
ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.