ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

10 თებერვალს კლინიკა “მედინაში”  59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

ახალშობილი ვაჟია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.

იტვირთბა....