ვარკეთილის პირველ მიკრო რაიონში მებრძოლთა ქუჩაზე, სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მაღაზიის დაყაჩაღებაში ერთი პირი მონაწილეობდა, რომელმაც ცივი იარაღის მუქარით, სალაროდან 1000 ლარი წაიღეს.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, ბრალდებულის დაკავება ცხელ კვალზევე მოხდა და თანხა მთლიანად ამოღებულია. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.