გორის რაიონში, სოფელ კირბალის განაპირას დაკავებული სამი პირი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ქართველ სამართალდამცველებს გადმოსცეს.
ავთანდილ თაყაძე, ლაშა დოთიაშვილი და ჯემალ აბალაკი სოფლის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულების ოჯახის ახლობლებმა ე.წ. საჯარიმო თანხა 2 000 რუსული რუბლი გადაიხადეს.
რაც შეეხება ლაშა დოთიაშვილს და ჯემალ აბალაკს, მათი გათავისუფლება ცოტა ხნის წინ მოხდა. გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

