რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა მე-6 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 80 წლის მოხუცმა და ორმა შუახნის ქალმა მიიღო.
მეორე შემთხვევა კი რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე წუხელ დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, 4 და 6 წლის მცირეწლოვანი ბავშვები საცხოვრებელ სახლში Co-თი მოიწამლნენ.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ინტოქსიკაციის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, დანაშაულის ნიშნები კია აიკვეთება, შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.