ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმხელა სიხარული იყო, ვერ აღვწერ”: ვინ მოიგო გუშინ Mercedes GLA პირდაპირ ეთერში

PSP-ს გათამაშება გუშინ საღამოს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მოხდა. ფარმაცევტული კომპანიის ლატარეაში ლანჩხუთში მცხოვრებმა ელგუჯა ბურძგლამ ავტომანქანა Mercedes GLA მოიგო.

ავტომანქანის მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ცხოვრობს.

“ჩემი მეუღლე მეზობელთან იყო გადასული, ტელეფონი სახლში დატოვა. რომ დამირეკეს რუსთავი 2-დან ვარო, ჯერ გამიკვირდა, მერე იმხელა სიხარული იყო ჩემთვის, რომ ვერ აღვწერ” – განაცხადა ელგუჯა ბურძგლას მეუღლე.

guriismoambe.com

იტვირთბა....