სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში ნალექი მომდევნო კვირამდე შენარჩუნდება. კერძოდ, თოვლი ქვეყნის უმეტეს რეგიონშია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 0, 5 გრადუსს გაუტოლდება, დასავლეთში კი საშუაოდ 0, 3 გრადუსი იქნება. ღამით მოსალოდნელია ყინვა.
ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი თბილისშიც სადაც, შემოგარენში თოვლი, ქალაქში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დედაქალაქში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაეცემა. ღამით ყინვაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები 14 თებერვლიდან ყინვების კიდევ უფრო გაძლიერებას ვარაუდობენ.