https://www.youtube.com/watch?v=aZzFxV6B-nc
„ტვ პირველის“ ეთერში პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა უწმინდესის ჯანმრთეობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
„გერმანიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არანაირი ოპერაცია დღეს არ ტარდება. ჩატარდება გეგმიურად, როგორც იყო დანიშნული, ორშაბათ დღეს. ეს დღეები დასჭირდა რიგ გამოკვლევებს, სადაც გამოირიცხა ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ოპერაციასთან დაკავშირებული ყოფილიყო. მას უტარდება ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ლაპაროსკოპიული და არა-ქირურგიული მეოდით. ეს კარგი ინფორმაციაა, რადგან ე.ი. ორგანიზმი მზად არის იმისთვის, რომ გაუძლოს ოპერაციას. ძალიან გაგვიკვირდა საინფორმაციო საშუალებებში, რომ გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს დღეს უტარდებოდა ოპერაცია პატრიარქს და კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რომ ეს ოპერაცია იქნება ორშაბათს. პატრიარქის ექიმი უფრო კომპეტენტურ კომენტარს გააკეთეს ამ დღეებში პატრიარქის ჯანმრთელობაზე. „-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.