ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში სავარაუდოდ მარტში შევა

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში სავარაუდოდ გაზაფხულის პირველ თვეს შევა:

“მოსალოდნელია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროპასთან ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის – 12 ივნისს”.-წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ დაუჭირა მხარი, რაც საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტის ბოლო ეტაპი იყო. კენჭისყრისას სულ 553-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66-ის წინააღმდეგ, 28 ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

Capture

იტვირთბა....