საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს ხვდება. განიხილება მაუწყებლის ოპტიმიზაციის სამწლიანი გეგმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა.
სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ წარდგენილი დოკუმენტის ირგვლივ უამრავი კითხვა აქვთ. კერძოდ, ე.წ. ბორდის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და თანამშრომლების მასობრივ დათხონვასთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდებიან.
შეხვედრის ამსახველი მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდება.
ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა 6 თებერვალს წარადგინა. სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.