პარლამენტმა “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დასძლია. კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, 97 ხმით დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა, რომელშიც შედიოდა:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და ისინი იუსტიციის საბჭომ არ უნდა დანიშნოს; ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობას აზუსტებს და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად, მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობასაც განსაზღვრავს. პრეზიდენტის შენიშვნები ასევე შეეხება მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.