„ქრონიკა პლუს“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სუს-ის თანამშრომლის გვარს ასახელებს, რომელმაც მისი თქმით, მიტროპოლიტ სერაფიმეს პროვოკაცია მოუწყო და გოგონა, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავია…
რედაქტორის ინფორმაციით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ სწორედ გომელაურის დავალებით, ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლს მეუფე სერაფიმე ჯოჯუას პროვოკაცია მოუწყეს და გოგონა, რომლიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავია.
“მეტრონომი”: თუ იცით, იმ ფარული სატელეფონო ჩანაწერის შინაარსი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე საუბრობს?
ელისო კილაძე: ივანიშვილი პატრიარქზე სავარაუდოდ, მის შემცვლელებზე საუბრობს. აქ თემა პატრიარქის მემკვიდრეს ეხება, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა შეირჩეს.
სწორედ ამის გამო, სუს-მა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას პროვოკაცია მოუწყო და გოგონა, რომელიც მას სექსუალური სახის ძალადობაში ადანაშაულებს, თავად გომელაურის მიგზავნილია. ამის მტიკიცებულებებს ძალიან მალე გამოვაქვეყნებ.
საპატრიარქოს საკითხი პირად კონტორლზე სოსო გოგაშვილს აქვს აყვანილი, რომელიც საპატრარქოში მიმდინარე ყველა მოვლენის დამგეგმავი და გამხორცილებელია. მხედველობაში პატრიარქის მომხრე სასულირო პირების წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიაა.
– რა ინფორმაცია გაქვთ ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე, სადაც მას არასრულწლოვან გოგონასთან კავშირში ადანაშაულებენ? ფიქრობთ, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილიც არის ჩართული?
– დეტალურად გამოვაქვეყნებ ყველა იმ მასალას, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მეუფის წინააღმდეგ შანტაჟი სუს-ის მაღალ ჩინოსანმა იოსებ გოგაშვილმა განახორციელა, რომელშიც საკმაოდ კარგად მისი ხელქვეითი გურამ ჩადუნელი დაეხმარა. სწორედ ამ ჩადუნელის ახლო ნათესავი გახლავთ ის გოგონა, რომელმაც მეუფეს ეს ბინძური პროვოკაცია მოუწყო.
– რა არის ამ ქმედების მთავარი ამოცანა, რატომ და ვისთვის გახდა სერაფიმე ჯოჯუა მიუღებელი?
– ეს არის მცდელობა, რომ ამ რეგიონში სუს-მა თავისი გავლენები გააძლიეროს და ეკლესიაში პირადი აგენტები ჰყავდეს. სერაფიმე ჯოჯუა როგორც აღმოჩნდა, ამაში ხელს უშლიდა და ის ასევე ძალიან კარგი კანდიდატურა იყო, რომელიც შესაძლოა პატრიარქის შემცვლელი გამხდარიყო.
ის ბორჯომში საკამოდ დიდი გავლენით სარგებლობდა და მისი დისკრედიტაცია განახორციელეს. გოგაშვილი ბორჯომში ჯოჯუას ადგილზე საკუთარი ცოლის ნათესავის სურამში მოღვაწე სერაფიმე სვიმონის დანიშვნას აპირებს.
მგონია, რომ საეკლესიო საქმეებში ხელისუფლებას ჩარევა კარგად არ დაუსრულდება. მათ საპატრიარქოში პირადი აგენტი მეუფე იაკობი ჰყავთ, რომლის მეშვეობითაც სიტუაციის არევა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
ეს ადამიანი სინოდში და საპატრიარქოში ყველა იმ პირს უპისრისპირდება, რომელიც პატრიარქის ერთგულებით გამოირჩევა. სწორედ პატრიარქის დაცვის უფროსის ოხანაშვილის თავიდან მოშორება სურდათ, რაც არ გამოუვიდათ.
რეალურად ბრძოლა პატრიარქის მემკვიდრეობისთვის დაიწყო, სადაც პირველი სერაფიმე ჯოჯუა გაიწირა. ივანიშვილი ცდილობს, რომ პატრიარქის შემცვლელი, სანდო ადამიანი მოძებნოს, რადგანაც ჩვენ მართლადიდებლური ქვეყანა ვართ და ეკლესიას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გავლენა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოსგან შესაბამისი რეაგირების არქონის შემთხვევაში აქციებით იმუქრება. მრევლის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც მიტროპოლიტის წინააღმდეგ არის განწყობილი, ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე მაშინ წავიდა ეპარქიიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი. მისივე ცნობით, ოჯახმა ინფორმაცია მიაწოდა საპატრიარქოსაც და მათთვის თავიდანვე ყველაფერი იყო ცნობილი.