აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ვფიქრობ, გვარამიას აქვს ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ნაცვლიშვილი მას ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერებს სთავაზობს”

„ქრონიკა პლუს“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შესაძლოა ფარული ვიდეო ჩანაწერი ჰქონდეს, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მას ბიძინა ივანიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერების ყიდვას სთავაზობს. კილაძე „მეტრონომთან“ ივანიშვილის საუბრის სავარაუდო შინაარსაც ამხელს და ვარაუდობს, რომ ის ფარულ ჩანაწერში პატრიარქის შემცვლელის კანდიდატზე ლაპარაკობს:

„მეტრონომი“:  გადაცემა „არჩევანში“ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ელით თუ არა, რომ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით ბრძოლას თავად გვარამია დაიწყებს?

ელისო კილაძე: კომპრომატებით პირველი ბრძოლა ხელისუფლებამ დაიწყო და ნიკა გვარამია ამ  ბრძოლაში გამოიწვია, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებები და მისი კვლავ საჯარო გამოჩენა ის ბოლო პიკი იყო, რომელმაც ყველნაირ ზღვარს გადააბიჯა. ნაცვლიშვილს იმის გონიერებაც არ ეყო, რომ გვარამიას და სააკაშვილის შესაძლო ფარული აუდიოჩანაწერის გამოაშკარავება არ დაეანონსებინა.

თუ წინა ხელისუფლება ამ ფარულ ჩანაწერებს პირდაპირ აქვეყნებდა, „ოცნების“ ხელისუფლება ამას არაკანონიერად აკეთებს და გაურკვეველი სახის საიტზე აქვეყნებს, რომლსაც მტკიცებულების სახითაც კი ვერ გამოიყენებს.

ვფიქრობ, რომ გვარამიას აქვს ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ბიძინა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს სთავაზობს.  ნაცვლიშვილი თუ არ გაჩუმდება, ის ამ ჩანაწერს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველზე” პროკურორის ყოფილმა მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილმა, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოსამართლეების მოსყიდვასა და სასამართლო ზეწოლაზე ისაუბრა. საპასუხოდ, გადაცემა “არჩევანში” არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პროკურორის ყოფილმა მოადგილე, დავით საყვარელიძემ და “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, ლაშა ნაცვლიშვილის შეთავაზება გაიხსენეს, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერის მილიონებად მიყიდვას შეეხებოდა.

იტვირთბა....