ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდი-სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარი ავარიის შემდეგ დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა პაციენტი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....