“რუსთავი 2”-ის ეთერში “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ჩანაწერებზე ისაუბრა:
“ნაცვლიშვილმა მოახერხა და სომხეთში გადაიტანა ფარული ჩანაწერები, რომელთა შორისაც არის ირაკლი ღარიბაშვილის, კახი კალაძის და თეა წულუკიანის ჩანაწერი, სადაც ისინი ეკა ბესელიაზე საუბრობენ, და მესამე-ივანიშვლის ჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პატრიარქზე. ამ ჩანაწერში 10 მილიონი მოითხოვეს და ვერ გადავიხადე”-განაცხადა ელისო კილაძემ .
შეგახსენებთ, რომ “არჩევანში” ნიკა გვარამიამ და დავით საყვარელიძემ ასევე აღნიშნეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი მათ ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა.