https://www.youtube.com/watch?v=wHnt2fsuZyg
ფონიჭალაში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. როდესაც ბრიგადა ცეცხლის ჩასაქრობად მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.