aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„მეტრონომის“ ექსკლუზივი: რას ურჩევს მამუკა ახვლედიანს მამუკა მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძესთან

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის ხელწერა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისას ჰგავს. მისი თქმით, ის კამპანია, რაც ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოსმართლეების წინააღმდეგ დაიწყეს, მათი დანაშაულის გადასაფარად სჭირდებათ. მდინარაძის აზრით, მამუკა ახვლედიანი თავდასხმას თავდაცვად იყენებს.

„მეტრონომი“: მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა გააკეთა განცხადება, რომ თქვენს და სხვა „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, რომლებიც მას გვარამისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, სასამართლოში პატივის და ღირსების შელახვის გამო გიჩივლებთ. ფიქრობთ, რომ ის აუდიოჩანაწერი სადაც გვარამიას და ახვლედიანის სავარაუდო საუბარია ჩაწერილი, ავთენტურია?

მამუკა მდინარაძე: მამუკა ახვლედიანს და ყველა ადამიანს ვურჩევ, ჩემი განცხადება გადაახვიონ და კარგად მოუსმინონ რას ვამბობ. პატივის და ღირსების შელახვისთვის ჯერ მილიონის გადახდას ითხოვდა, მერე ასი ათასი თქვა. ერთადერთი რაც მე ვთქვი, ეს იყო, რომ მილიონების მოთხოვნას ვერ გადაეჩვივნენ-თქო, მეტი არც არაფერი მითქვამს.

– თქვენ არ ფიქრობთ, რომ კონკრეტული განცხადებების შემდეგ, ფარული აუდიოჩანაწერები დროში ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა? ახვლედიანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუს-ის გარკვეული თანამშრომლები მუშაობენ და ეს ჩანაწერები ფალსიფიცირებულია…

– თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. ამიტომაა, ახვლედიანი თავის დასაცავად აქეთ შეტევაზე გადმოდის. მილიონებზე საუბარი ეს მათი მხარეა, ხოლო სასამართლოს რეფორმაზე და დამოუკიდებლობაზე საუბარი ჩვენი მხარე.

მათ რომ ის თემები გადაფარონ, რომელიც ამ ჩანაწერებით გავრცელდა და საზოგადოება მიხვდა ვინ ვინ არის, ბრალდებებით მის გადაფარვას თავად ცდილობენ. ათას ხერხს მიმართავენ, რომ დანაშაულზე წასწრებულებმა თავი გადაირჩინონ. ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

– მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე მინდა გკითხოთ. თქვენც ფიქრობთ, რომ მათზე ზეწოლას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი დავით საყვარელიძე ცდილობდა? ის იმდენად გულუბრყვილოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ტექსტურ შეტყობინებებს გაგზავნიდა?

– არ ვიცი ვინ როგორი გულუბრყვილოა, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ავთენტურობა პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ბუნებრივია და სხვა ლოგიკა და ეჭვი არ არსებობს, რომ ეს არის მათი ხერხები და ტაქტიკა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ.

ეს შეიძლება კონკრეტულად საყვარელიძე არ იყოს, მაგრამ რომელიმე მათგანი ნამდვილად იქნებოდა. წარსულში დაშინება, ძალადობა, მილიონებით ხალხის მოსყიდვა, საინფორმაციო ნეგატიური პიარ- კამპანიები, მათი სტილი და ცხოვრების წესია. ალბათ საზოგადოებას ეჭვი აღარ ეპარება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას ესენი მოახდენდნენ.

– მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის ირგვლივ ატეხილ საკანდალზე მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როდესაც სტიქიის დროს დაზარალებული 5 ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას უშედეგოდ ელის, მოსამართლის ძმისთვის ერთი მილიონის გადაცემა კითხვებს არ აჩენს?

– ერთი მხრივ ცალკე აღებული ამბავი, სადაც საუბარია არა მოსამართლეზე, არამედ ფაქტზე, ეკუთვნოდა თუ არა ამ ადამიანს კონპესაცია შესაძლებელია შევისწავლოთ. თუ ამ ადამიანს მიწა ჰქონდა და რაღაც ფასი დაეკარგა, შესაძლოა, რომ ეს კომპენსაცია რაღაც რაოდენობით ყოფილიყო, ამაში გასაკვირი არაფერია.

თუმცა, პირთა ჯგუფი, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ ნეგატიურ პიარ-კამპანიას აგორებს და ასე უაპელაციოდ ადანაშაულებს ადამიანს, ეს არის მიზანმიმართული კიდევ ერთი შეტევა, რასაც ისინი სასამართლო ინსტიტუტზე უკვე დიდი ხანია ახორციელებენ. სწორედ მოხდა თუ არა კომპენსაციის გადახდა, ეს სრულიად სხვა თემაა.

– თქვენ კითხვას არ გიჩენთ ის, რომ მოსამართლის ძმა, მილიონს  კომპენსაციის სახით მხოლოდ მიწაში იღებს, როდესაც უსახლკაროდ დარჩენილი 5 ოჯახი დახმარებას ამ დრომდე ელის?  

– მე არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა დახმარება მხოლოდ იმიტომ აიღო, რომ მისი და მოსამართლეა. წარმოგიდგენიათ რა სიგიჟეა, როდესაც ადამიანი ასეთ რამეს ბედავს და ფიქრობს, რომ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს? ეს არის ბინძური კამპანია, რომელიც იგეგმება და მედიის საშუალებით ხორციელდება.

– „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებებზე მიდა გკითხოთ. გვარამიამ თქვენი ადვოკატად მუშაობის დროს, კლიენტების გაყიდვაში დაგადანაშაულათ, რას გულისხმობდა ის და რატომ გააკეთა ასეთი განცხადება?

– ეს ჩვეულებრივი ლანძღვა იყო, რომელიც გაწიწმატებულმა ადამიანმა ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე ბრალი დამდო. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომ გვარამია ვერასდროს რაიმე კონკრეტულ ბრალს ვერ დამდებს, რადგანაც ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....