ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა. როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის საკითხს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ”საერთო სასამართლოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე მსჯელობის საგანი იქნება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხებს განსაზღვრავს.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ, 13.00 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....