aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ადვოკატის სტატუსის მითვისების და სხვა თაღლითობის ბრალდებით, მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე დავით კერესელიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია:

“საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორ-ეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited”-ი, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ირაკლი კერესელძე კომპანია „Genc Inshaat Limited”-ის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ირაკლი კერესელიძეს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

2016 წლის 02 დეკემბერს, ირაკლი კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited”-ის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი,  მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა თურქული კომპანია „Genc Inshaat Limited”-ის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, ირაკლი კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდმცავებმა დავით კერესელიძე გუშინ საღამოს, ვაკეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს  დააკავეს.

რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს,  ირაკლი კერესელიძე ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 1995 წლის 22 აგვისტოს, გარდაბნის პოლიციამ, ლოჭინის ხეობაში ორი ადამიანის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინა. სხეულის დანარჩენ ნაწილებს, რამდენიმე დღის შემდეგ, წმინდა ბარბარეს სასაფლაოს ტერიტორიაზე მიაგნეს. მომხდარი სამართდამცავებმა სწორედ კერესელიძეს დაუკავშირეს. უზანესმა სასამართლომ მას სიკვვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას აღნიშნული სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეეცვალა.

იტვირთბა....