„შეიკრიბება სოლიდარობის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი დემონსტრაციის შესახებ“- ამის შესახებ „აუდიტორია 115-ის“ წევრმა ლევან ლორთქმიფანიძემ დღევანდელი აქცია-მსვლელობის დასრულების შემდეგ „მეტრონომს“ განუცხადა, სადაც მიმდინარეობდა რუსთავის „აზოტის“ ქარხნიდან გათავისუფებული მუშების მიმართ სოლიდარობის აქცია.
„ახლა შეიკრიბება სოლიდარობის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ბანკებისგან დაზარალებულები, სტუდენტები, „მწვანეები“, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მუშები და პროფკავშირელები. ეს კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი დემონსტრაციის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, ამავე კვირაში გაიმართება და იქნება ასევე მსვლელობის ფორმის. ჩვენ მივალთ უკვე სახელმწიფო დაწესებულებამდე“- განუცხადა „მეტრონომს“ ლევან ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, დღეს „რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებულმა მუშებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაცებმა, „აუდიტორია 115-მა“ და სხვებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა.