“TV პირველის” ეთერში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ახალ თოქ-შოუ „რეაქციას“ იწყებს. როგორც გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, გადაცემა ეთერში თებერვლის ბოლოდან გავა.
„რეაქცია“ ეთერში სამშაბათსა და პარასკევს, 19 საათზე დაიწყება. როგორც გადაცემის აღწერაშია მითითებული, ეს იქნება თოქშოუ, სადაც განიხილავენ მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს: “აუდიტორიასთან ერთად, ჩვენი სტუმრები იქნებიან ის ადამიანები, ვინც თავად არ მონაწილეობენ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ვის ცხოვრებაზეც პირდაპირ აისახება ეს გადაწყვეტილებები”.
ცნობისთვის, ინგა გრიგოლია „რეაქციას“ წლების განმავლობაში ამზადებდა ტელეკომპანია „იმედისთვის“.