ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი”

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სამინისტროში, ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც საუბარი ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებასაც შეეხო. მისი განმარტებით,  იგეგმება თანამშრომლობა ოთხ ფედერაციასთან: რაგბის, ფეხბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის ფედერაციებთან. როგორც მინისტრმა განაცხადა, მე- 7, მე-8 კლასებში კიდევ 2 საათი დაემატება, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას მიეძღვნება. მისივე თქმით,  სხვადასხვა კვლევის თანახმად, ამჟამად, საქართველოში მოსწავლეების 2-7% არის ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში.

 

“მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

იტვირთბა....