ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. სამართალდამცველებს მამაკაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დახვდათ. პირველადი მონაცემებით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.