ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელის გადასარქმევად რეფერენდუმი ჩატარდება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის გადასარქმევად რეფერენდუმი ჩატარდება. პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიმართება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – ეთანხმება თუ არა რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას.

თავდაპირველად ამ ინიციატივით საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებულებაც გამოსცა, თუმცა მაშინ რეფერენდუმის ჩატარება, გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.

იტვირთბა....