ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლი Fox News -ისგან ბოდიში მოხდას ითხოვს

კრემლი Fox News -ისგან ბოდიში მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ტელევიზიის წამყვანის მიერ  შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს, სადაც წამყვანმა პუტინი “მკვლელად” მოიხსენია. კრემლი ამას „მიუღებელს“ უწოდებს. ინფორმაციას „როიტერსის“ ავრცელებს.

კერძოდ,  Fox News-ის წამყვანმა ბილ ო’რეილიმ დონალდ ტრამპთან ინტერვიუში პუტინს „მკვლელი“ უწოდა და ტრამპს ჰკითხა, თუ რატომ სცემდა მას პატივს:

”  ასეთ სიტყვებს Fox TV-ისგან მიუღებლად  და შეურაცხმყოფლად მივიჩნევთ და ჭეშმარიტად რომ ითქვას, ჩვენ ვამჯობინებდით მიგვეღო ბოდიში ასეთი პატივცემული სატელევზიო კომპანიიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

Fox TV-ის წამყვანმა, ო’რეილიმ უარი თქვა კრემლის მოწოდებაზე:

„მე ვმუშაობ ამ ბოდიშის მოხდაზე, მაგრამ ამას შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს“, – უთხრა Fox News-ს მან და დაამატა, რომ ეს დრო დაახლოებით შესაძლოა, 2023 წელი იყოს.

 

იტვირთბა....