ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეზობლები სასულიერო პირს საცხოვრებელ კორპუსში არ უშვებდნენ

 

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე გვიან ღამით, ადგილობრივი მცხოვრებლები სასულიერო პირს, მამა ნიკოლოზს, საცხოვრებელ კორპუსში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მათი განცხადებით, მამა ნიკოლოზი მათ პერიოდულად თავს ესხმის და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. შედეგად, მეზობლებსა და მრევლს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ქუჩაზე ასევე, კიდევ ერთი სასულიერო პირი მივიდა.

როგორც მრევლი აცხადებს, მამა ნიკოლოზი განდეგილი ბერია და მოსახლეობისგან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

თავად მამა ნიკოლოზი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც  ცემას გულისხმობს.

იტვირთბა....