ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავღანეთში დიდთოვლობის შედეგად 119 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში დიდთოვლობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN ავრცელებს.

უამინდობის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, პაკისტანის საზღვართან ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თოვლის საფარის ქვეშ რამდენიმე სოფელი აღმოჩნდა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროებიც არიან ჩართული, თუმცა ოპერაციას ცუდი ამინდი აფერხებს.

დიდთოვლობამ ავღანეთში ავიამიმოსვლაც შეაფერხა. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ამ დრომდე დაკეტილია.

როგორც CNN ეროვნული კატასტროფის მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულებს შორის უმრავლესობა ბაშვი და ქალია.

იტვირთბა....