საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქი ბერლინში კლინიკაშია:
”საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
გამოკვლევების დამთავრების შემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე”, -განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ცისანა შარტავამ.