aviabiletebi
საზოგადოება

Facebook-ის მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატა

aviabiletebi
ავიაბილეთები

Facebook-ის მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატა, რაც  მომხმარებლისთვის საქმიანი პარტნიორებისა და ახალი ადამიანების გაცნობას გულისხმობს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ახალ აპლიკაციას   Discover People ეწოდება და მომხმარებელს იმ ადამიანების გაცნობას და აღმოჩენას შესთავაზებს, ვინც მათ ქალაქში ან კომპანიაში მუშაობს.

ახალი სერვისი მობილურში  More-ის პანელის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება.

სერვისის ტესტირება 2016 წლის ბოლოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაიწყო, თუმცა ამიერიდან Discover People თანდათანობით ყველა მომხმარებლის მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება.

იტვირთბა....