ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნიკა გვარამია მაყურებელს ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესთან “კურიერის” პირდაპირ ეთერში გამართული ცხარე დებატების გამო, მაყურებელს სოციალური ქსელით ბოდიშს უხდის:

„გადავახვიე, ვუყურე,  ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, კორუფციაში ბრალდებისას ნერვებს რომ ვერ ვიმორჩილებ”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში”

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია, “კურიერის”  პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.
მამუკა მდინარაძემ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.
ნიკა გვარამიას შეფასებით კი, მამუკა მდინარაძე, „არც ადვოკატად ვარგა და არც პოლიტიკოსად“.

მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ „ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება“.

იტვირთბა....