მაღაზია გაქურდეს სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 600 ლარია წაღებული.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, მაღაზიის გასაღებად მისულ გამყიდველს საკეტი და სალარო ჩამტვრეული დახვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.