ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იან კელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს:

„ძალიან ამაღელვებელი იყო ევროპაში იმ კენჭისყრის შედეგების მოსმენა, რომლის შემდეგაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლება მიენიჭა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს მიმართ მისი მისწრაფებების გზაზე, რაც ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან მიერთებას გულისხმობს,“ – განაცხადა იან კელიმ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

 

იტვირთბა....