ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების ხარისხის ცენტრი შაჰინის სკოლის დირექტორს პასუხობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების საფუძველი სხვადასხვა სახის დარღვევები გახდა.

“ჩატარდა გეგმიური მონიტორინგი და აღმოჩნდა ამ სკოლაში სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა იყო მოსწავლეთა ჩარიცხვის საკითხი და 3 თებერვალს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ გაუქმებოდა ატორიზაცია ამ სკოლას და ბავშვები გადანაწილდებიან მობილობის წესით სხვადასხვა სკოლებში.

ეს ოქმი როცა გამოქვეყნდება და გახდება საჯარო 10 დღეში იქ ეწერება ყველა მიზეზი თუ რატომ მიიღეს საბჭოს წევრებმა გაუქმებასთან დაკავშირებით.

ავტორიზაციის საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას და მათი კომპეტენციაა თუ რამდენჯერ ტარდება მონიტორინგი”,-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, სკოლის დირექტორმა პრემიერმინისტრის, განათლების მინისტრის და ომბუდსმენის სახელზე დაწერილი განცხადება გაავრცელა. სკოლის დირექტორს აქვს ეჭვი, რომ ავტორიზაციის გაუქმება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია.

იტვირთბა....