“ნაციონალური მოძრაობა” კამპანიას – “ნაციონალური მოძრაობა – ხალხის პარტია” იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია განცხადებით ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
“განახლებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი მონაწილეობა. ენმ კვლავ უნდა ვაქციოთ სახალხო პარტიად, რომელიც იდეისა და პროგრამის გარშემო გააერთიანებს მეტ თანამოქალაქეს ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების შესაცვლელად და ქვეყნის პროგრესისა და განვითარების გზაზე დასაყენებლად, მოქალაქეების კეთილდღეობისა და წარმატების უზურნველსაყოფად. უნდა ავამოქმედოთ გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღებაში თქვენი აქტიური ჩართულობის მრავალფეროვანი და საინტერესო მექანიზმი. თქვენი იდეები, რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკული შენიშვნები, ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ერთად ვიმსჯელოთ, როგორ ვაქციოთ “ენმ”, თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ იდეები fb-გვერდზე და ელექტრონულ ფოსტაზე (info@unm.ge).
ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის შესახებ ღია დისკუსიაზე კი, 10 თებერვალს, 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გელით”, – ნათქვამია პარტიის მიმართვაში.