პარიზში ლუვრის მუზეუმზე საფრანგეთის პოლიციამ თავდასხმა აღკვეთა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელსაც ხელში ჩემოდანი ეჭირა მუზეუმში შესვლა სცადა, თუმცა დაცვამ მას ამის უფლება არ მისცა. თვითმხილველების ცნობით, ის ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა. ამიტომაც მუზეუმის დაცვის წევრმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად ის მძიმედ დაიჭრა, თუმცა ჩემოდანის შემოწმების შემდეგ, შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. მომხდარის გამო ლუვრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და დროებით ახლოს მდებარე მეტროს სადგურებიც დაიხურა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუზეუმთან არსებულ ვითარებას სერიოზულს უწოდებს და მასშტაბურ ოპერაციას ატარებს..