ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს იმდენად საშიში დაავადებაა, რომ…”: რა თქვა გია მაისაშვილმა რადიო “თბილისის” ეთერში

ტეხასში, ჰიუსტონში მყოფმა გია მაისაშვილმა  რადიო “თბილისის” (FM93.5) ეთერში, გადაცემაში  “ამერიკის დროით”, საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

“მძიმე კრიზისმა, რომელიც მწვავდებოდა ისე, რომ ამის განცდა  მთელი სიღრმით თბილისში არ მქონდა, აქ, ტეხასში ჩამოსვლის მერე, პიკს მიაღწია. ეს  ერთ კვირაში, საავადმყოფოში დაიძლია და შემდეგ მკურნალობის ახალ რეჟიმზე გადავედით. ამან დიდი ეფექტი გამოიწვია. მკურნალობა დღესაც გრძელდება. ყოველდღიურად უკეთეს ფორმაში ვარ. ახლა გარეთ ვარ და ვვარჯიშობ. უკეთესობაა, მაგრამ ეს იმდენად საშიში დაავადებაა, რომ  მიზანმიმართული მკურნალობა და ბრძოლა სჭირდება. შინაგანი რწმენა და განწყობა მაქვს და ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ თუ ვერ დავამარცხებ ამ დაავადებას, კონტროლის ქვეშ მაინც იყოს  და დავუბრუნდე სამუშაო ფორმას.”-განაცხადა გია მაისაშვილმა გადაცემაში “ამერიკის დროით”.

შეგახსენებთ, რომ  გია მაისაშვილი რამდენიმე თვეა მძიმე სენს ებრძვის.

 

იტვირთბა....