ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნტქზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებულს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანა, რომლითაც მან უაქციზო სიგარეტი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

 

იტვირთბა....