ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

შეხვედრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მიიღებენ.

პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას 11:00 საათიდან დაიწყებს. პრეზიდენტი მათ იმ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს, რომელიც ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.

იტვირთბა....