ევროპარლამენტარი ვიკი მაიერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ფართო მსჯელობა უნდა შედგეს. ამის მიზეზად ევროპარლამენტში დებატებისას სიტყვის გამოსვლისას მან, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელა.
ევროპარლამენტარმა მაგალითად მოიყვანა გერმანიაში გასულ წელს ორგანიზებული დანაშაულისთვის ქართველების დაკავება და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მსგავს საფრთხეებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
„ლიბერალიზაცია შემოთავაზებული ბრიუსელის მიერ გახლავთ დღევანდელი განხილვის საგანი, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც.
ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია, ვინაიდან ვიზალიბერილაზაცია კიდევ უფრო გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს.
თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან, საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა,“-განაცხადა ვიქი მაიამ.
ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმაც ისაუბრა.
ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.