ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ოკუპანტებმა სოფელ ატოციდან ორი ქალი გაიტაცეს

26 და 39 წლის ქალები საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

უკანონო დაკავების ფაქტს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მისია უკვე ინფორმირებულია.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ამ ადამიანთა გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.

იტვირთბა....