ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“მზად ვარ ციხეში ჩავჯდე”: ამბობს “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი

“ბავშვთა სამყაროს” აქციონერების ნაწილი, სავაჭრო ცენტრის  დირექტორს გიორგი მაჭავარიანს, ცეცხლის განზრახ გაჩენაში  დებენ ბრალს. ხოლო ბრალდებას თავად მაჭავარიანი ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ეს გამოძიებით დადასტურდება ის ციხეში ჩასაჯდომად მზად არის. თავად დირექტორიც ფიქრობს, რომ ცეცხლის გაჩენა დივერსიაა და შემთხვევის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.

„ თუ გამოძიება დაადგენს, რომ სავაჭრო ობიექტში ცეცხლის გაჩენაში რაიმე სახის წვლილი მიმიძღვის, მზად ვარ ციხეში ჩავჯდე და პასუხი ვაგო. სრული სიცრუეა, როდესაც მაბრალებენ, რომ მე მის  გაყიდვას ვაპირებდი. პირიქით, 1,5 მილიონი დავხარჯეთ ამ შენობის რემონტისთვის.  თავს არ ვიმართლებ დამნაშავეს გამოძიება დაადგენს.   მთლიანად ნულზე დავჯექი და ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ? – ვიყიდე აქციები, 5%-ის მფლობელი ვარ და აქციების ყიდვას ვაგრძელებდი. პირიქით, დივერსიის ეჭვი მე მაქვს, რადგან  ამხელა ტერიტორია ასე მარტივად დაიწვა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....