ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

45 ლარი, რომელიც შესაძლოა დევნილებს სტატუსთან ერთად ჩამოერთვათ: დევნილებმა სამინისტროსთან აქცია დაგეგმეს

 

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო.  აფხაზთა კრების წევრებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აფხაზთა კრების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მთავრობა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

საპარლამენტო უმცირესობა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. საქმე ეხება კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც დევნილთათვის შემწეობების გაცემის ახალ წესს გულისხმობს.

საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება დევნილებს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ტოვებს. ელენე ხოშტარიას თქმით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში დევნილები ფინანსური დახმარების გარდა დევნილის სტატუსსაც დაკარგავენ.

“დავიბაროთ სოზარ სუბარი ამ კომიტეტზე და გაგვცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაც ლეგიტიმურად არსებობს. როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ 165 ლარი არის საკმარისი დევნილისთვის და ამისთვის უნდა მოვუხსნათ ის მიზერული 45 ლარი,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანამ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს იურისდიქციაში არ დაბრუნდება, დევნილის სტატუსი არ გაუქმდება.

„კატეგორიული პოზიციაა ქართული ოცნების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სანამ არ მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, არანაირად, პოლიტიკური სტატუსის გაუქმებაზე დევნილის, საუბარი საერთოდ არც კი მიდის,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

დევნილები კი ამბობენ, რომ ხვალ სამინისტროსთან შეიკირიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ. მინისტრმა სოზარ სუბარიმ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში საპასუხოდ განაცხადა, რომ არავის ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თუგინდ ეს საპროტესტო აქციების ხარჯზე მოხდეს. მისი თქმით, 45-ლარიანი დახმარების მოხსნა არ იგეგმება.

იტვირთბა....