დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ ჯებირის შენგრევა და შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს. ინციდენტი მალევე აღიკვეთა.
დაზარალებულებს შენობაში შესვლა და საკუთარი პროდუქციის ნახვა სურთ.
მოვაჭრეებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე გაესაუბრა, რომელმაც დაზარალებულებს განუცხადა, რომ დამწვარ ტერიტორიას სპეციალისტები ათვალიერებენ და დათვალიერების შემდეგ განუმარტავენ თუ რა მდგომარეობაა. დაზარალებულებმა კი განუცხადეს, რომ ვიდრე დაინგრევა შენობაში შესვლა სურთ, რათა საკუთარი პროდუქციის მცირე ნაწილი მაინც გადაარჩინონ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დამწვარია ასევე, სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე სავაჭრო სივრცეც.