ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი ამბობს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფმა სცემა

ქუთაისში ადვოკატი ილია ჯანელიძე, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფმა სცემა, – ინფორმაციას ამის შესახებ „აიპრესი“ ჯანელიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოსთან ჯანელიძე აცხადებს, რომ 28 იანვარს, გვიან ღამით, ორმა პირმა სახლიდან გაიყვანა და სცემა. ადვოკატის ცნობით, ამ დროისთვის ორივე მათგანი დაკავებულია, ხოლო საქმეში მონაწილე 2 პირი ამ დრომდე იძებნება.

„ეს ადამიანები იყვნენ დავით ტურაბელიძე და გიორგი ძოწენიძე. მათთან ერთად იყო 2 პირი, რომელიც შემდეგ ამოვიცანი. 28 იანვარს სახლიდან გამიყვანეს და მცემეს. დავით ტურაბელიძე ცრუ ჩვენებაშია ბრალდებული და სასამართლომ მას 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ტურაბელიძე შეცვლილ ჩვენებას და გირაოს, მე მაბრალებდა მეუბნებოდა შენ გააკეთე ისე რომ სასამართლომ დამნაშავედ მცნოო. რეალურად ის სასამართლომ სხვა საქმეში სცნო დამნაშავედ. წამიყვანეს გუმათ ჰესის მიმართულებით, გზაში მცემდნენ და ამბობდნენ წყალში გადავაგდოთო. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა პირობა ჩამომართვა, რომ ამ ფაქტს არ გავახმაურებდი და მეც დავთანხმდი, რადგან ჩემი სიცოცხლე იმ წუთებში საფრთხის ქვეშ იყო. თუმცა მოგვიანებით პოლიციას ვაცნობე. ტურაბელიძე და ძოწენიძე დაკავებულები არიან დანარჩენი ორი კი ისევ იძებნება,როგორც ჩემთვისაა ცნობილი ისინი ბრალს არ აღიარებენ“,- განაცხადა ადვოკატმა ილია ჯანელიძემ.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

 

იტვირთბა....