დამოუკიდებელმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას სწავლობს, მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 64 მიიღო და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველო მოხსენებულია როგორც ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო ინტერნეტის თავისუფლების კუთხით როგორც თავისუფალი. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით საქართველომ 7 შესაძლო ქულიდან 3 ქულა მიიღო.
Freedom House ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მათ შემდეგი ქულები მიიღეს: რუსეთი (20 ქულა), აზერბაიჯანი (14), სომხეთი (45), თურქეთი (38).