ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელვაჩაურში სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თვითმხილველთა ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა სამებაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას 44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი, რომლიც იმ დროისთვის სახლში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ცნობით, შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და ერთი შვილი ჰყავს, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ბათუმში იმყოფებოდნენ.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....