ერთ-ერთი სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ,,ბავშვთა სამყაროს” დირექტორის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ,,ბავშვთა სამყაროში” აქციები ეკუთვნის.
სააგენტო წერს:
„გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, მას შემდგე რაც ივანიშვილმა მათი აქციების ნაწილი შეიძინა, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და სახანძრო უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყო.
“სირცხვილია რა, ადამიანები ვართ, ქართველები ვართ და ყველაფერი ბრალდებოდეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ბრალდებოდეს იმ აქციონერს, რომელიც ამ ხალხის იმის მერე რაც შეიძინა გარკვეული აქციები ჩვენს საწარმოში, გაკეთების მეტი არაფერი არ გაუკეთებია და 30 წლის განმავლობაში ქვა-ქვაზე რომ არ დადებულა, ამ 3 წლის განმავლობაში მთლიანად გარემონტებული იყო შიდა სამუშაოები და ეს სახანძრო ისინიც დაცული იყო. ამიტომ ჩვენ ყველანაირი სამშენებლო დოკუმენტაციაც გვაქვს და შეგვიძლია ვანახოთ ყველას და 1,5 მილიონი ლარი გვაქვს დახარჯული ამ 3 წელიწადში. ისე რომ ეს ყველაფერი, მათი დემაგოგები და ამ ხალხის მიმართ უბრალოდ, მთელი კოლექტივი უბრალოდ ძალიან განაწყენებულია და ალბათ მაგათ პასუხს..”, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა ,,იმედის” ეთერში.“-წერს სააგენტო.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა გიორგი მაჭავარიანს, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტომ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა:
„ ეს ტყუილია, არასწორად იქნა გაგებული. მე პირიქით ვთქვი, რომ სირცხვილია ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დავაბრალოთ და შემდეგ გადავედი აქციონერების თემაზე. ჟურნალისტებმა კი სხვანაირად გადაიტანეს. ნეტა იყოს ივანიშვილი აქციონერი.“-განუცხადა „მეტრონომს“ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა. მან ამის დასამტკიცებლად აქციონერთა სიაც გამოაგზავნა, რომელსაც „მეტრონომი“ გთავაზობთ: იხილეთ სია