”ბავშვთა სამყაროში”, ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასეულობის მფლობელების შეყვანა დაიწყო. პირველ ეტაპზე ოთხი ადამიანი შევიდა, რომლებსაც საკუთარი ნივთების დათვალიერება და გამოტანა შეეძლებათ.
საცავებში შეყვანა ხდება სიის მიხედვით და ყველა ჯერზე ოთხ-ოთხი ადამიანი შევა. მათ უსაფრთხოებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
როგორც ოქროს ბირჟის ერთ-ერთმა მოვაჭრემ, მაგული კერესელიძემ განაცხადა, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაუზიანებელია. მისი თქმით, მას თავისი ნივთები სრულად დახვდა.
კერესელიძის ინფორმაციითვე, სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ ნივთები სხვებსაც.
საცავებში ოქროს ბირჟის მოვაჭრეთა შეყვანა და მათი ნივთების გამოტანა გრძელდება.